ზინედინ ზიდანი - არ ვაპირებ „რეალიდან“ წასვლას, ჩვენ სიტუაციის შეცვლა გვსურს
ზინედინ ზიდანი - არ ვაპირებ „რეალიდან“ წასვლას, ჩვენ სიტუაციის შეცვლა გვსურს

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს.

„არ ვიცი, რა მოხდება. ჩვენ ვიმსახურებთ ამ შემადგენლობით სეზონის დასრულებას. ბევრ რამეზე ლაპარაკობენ: მწვრთნელის შეცვლაზე და ა. შ.

თუნდაც ხალხს სურდეს ჩემი წასვლა, მე არ ვაპირებ ამის გაკეთებას. მოთამაშეებიც ასე ფიქრობენ.

ბევრს ლაპარაკობენ რთულ სიტუაციაზე. მართლაც არ ვართ მოწოდების სიმაღლეზე, ეს მართალია, მაგრამ სერიოზულად ვართ განწყობილი სიტუაციის შესაცვლელად“, – თქვა ფრანგმა სპეციალისტმა.

გათამაშების ცხრილში „რეალმა“ 20 მატჩში 40 ქულა დააგროვა, მესამე ადგილზეა და ლიდერ „ატლეტიკოს“ 10 ქულით ჩამორჩება, რომელსაც ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.