ზინჩენკომ, მალინოვსკიმ, რებროვმა და სხვებმა უკრაინის არმიას 16 მილიონ გრივნაზე მეტი გადაურიცხეს #1TVSPORT
ზინჩენკომ, მალინოვსკიმ, რებროვმა და სხვებმა უკრაინის არმიას 16 მილიონ გრივნაზე მეტი გადაურიცხეს #1TVSPORT

უკრაინელი ფეხბურთელების და მწვრთნელების საქციელი, რომლებიც უცხოეთში ყოფნის დროსაც ცდილობენ დაეხმარონ საკუთარ ხალხს. რუსლან მალინოვსკიმ, ოლეკსანდრ ზინჩენკომ, ანდრეი იარმოლენკომ, რომან იარემჩუკმა, ვიტალი მიკოლენკომ, ვიქტორ კოვალენკომ, „ალ-აინის“ მწვრთნელმა სერხი რებროვმა და სხვა უკრაინელმა ლეგიონერებმა დააფუძნეს ფონდი უკრაინული არმიის დასახმარებლად, იუწყება გამოცემა Tribuna.

ფაქტობრივად, ერთ დღეში უკრაინელმა ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა შეაგროვეს 16 მილიონზე მეტი გრივნა (538 ათასი დოლარი) უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებისთვის და ეს აშკარად არ არის დასასრული – თანხა ყოველ წამს კვლავ იზრდება.

ნატურალიზებული ბრაზილიელი ჟუნიორ მორაეში შეუერთდა უკრაინელი ფეხბურთელების ინიციატივას და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 1,675 მილიონი გრივნა (56 ათასი დოლარი) გადაურიცხა. „შახტარის“ 34 წლის ფორვარდმა უკრაინა რუსეთის შემოჭრის შემდეგ დატოვა – წასვლის უფლება მისცეს, რადგან უკრაინულის გარდა, ბრაზილიური პასპორტიც აქვს.

მთელი ცივილიზებული სამყარო აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსული აგრესიის ფონზე. უკრაინელები უკვე მტრის ძალებს დიდ წინააღმდეგობას უწევენ.