ზიკო - ევროპული ფეხბურთი გადაფასებულია, ფეხბურთი მათ არ ეკუთვნით #1TVSPORT
ზიკო - ევროპული ფეხბურთი გადაფასებულია, ფეხბურთი მათ არ ეკუთვნით #1TVSPORT

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა, ზიკომ განაცხადა, რომ ევროპული ფეხბურთი გადაფასებულია.

ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ეს განცხადება გააკეთა იმ დისკუსიის ფონზე, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი სეზონის ბოლოს, ცხელ ამინდში მიმდინარეობს.

„ევროპული ფეხბურთი გადაფასებულია. ამას ბოლო უნდა მოეღოს. ფეხბურთი ევროპას არ ეკუთვნის.

როცა საქმე კარგად არ მიდის, ევროპელები იწყებენ გამართლების ძიებას. როგორც ჩანს, მათ არ იციან, როგორ ითამაშონ არაკომფორტულ პირობებში. როცა რაღაც ისე არ მიდის, იწყება ლაპარაკი სიცხეზე, სეზონის ბოლოს დაღლილობაზე… ჩვენც იმავე პირობებში ვართ და არავის ეს არ აწუხებს, არავინ წუწუნებს და თავს არ იმართლებს წაგების გამო.

ევროპული გუნდები – ეს ნამდვილი მსოფლიოს ნაკრებებია. რამდენი ესპანელია „რეალში?“ რამდენი ინგლისელი – „მანჩესტერ სიტიში?“ რამდენი გერმანელი „ბაიერნში?“

საერთო ჯამში, არსი იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ჯანმრთელია და ფორმაშია იმისთვის, რომ თავისი საქმე აკეთოს“, – განაცხადა ზიკომ.