ზიკო – არ მეწყინება, თუ ბრაზილია იაპონიასთან წააგებს #1TVSPORT

15:51, 28.06.2026

ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდამ ზიკომ კომენტარი გააკეთა მსოფლიო ჩემპიონატის 1/16 ფინალის მატჩზე, რომელშიც ბრაზილია იაპონიას შეხვდება.

„რა თქმა უნდა, ბრაზილიას ვგულშემატკივრობ. რა შეიძლება იყოს იმაზე უარესი, რომ იაპონიის ნაკრებს ხელმძღვანელობდე ბრაზილიის წინააღმდეგ მატჩში?! მე ვიყავი ორჯერ ასეთ სიტუაციაში.

თუ ბრაზილია მოიგებს, ეს ძალიან კარგი იქნება, რადგან ბრაზილიელი ვარ. მაგრამ თუ ისინი წააგებენ, არ მეწყინება, რადგან იაპონურ ფეხბურთში არის ჩემი ნაწილი“, – განაცხადა ზიკომ.

ლეგენდარული ბრაზილიელი იაპონიაში 1991-94 წლებში თამაშობდა, ხოლო 2002-06 წლებში იყო ნაკრების მთავარი მწვრთნელი. მას ასევე სხვადასხვა თანამდებობა ეკავა კლუბ „კასიმა ანტლერსში“, რომლის რიგებში სამი წელი თამაშობდა.

მსგავსი