ზიეჩი აიაქსის წლის ფეხბურთელად აღიარეს
ზიეჩი აიაქსის წლის ფეხბურთელად აღიარეს

ნახევარმცველი ჰაკიმ ზიეჩი ამსტერდამის აიაქსის გულშემატკივრებმა 2018-19 წლების სეზონში კლუბის საუკეთესო ფეხბურთელად აირჩიეს, – იტყობინება ამსტერდამელთა პრესსამსახური.

26 წლის მაროკოელისთვის ეს ზედიზედ მეორე აღიარებაა: გასულ სეზონში ზიეჩი ასევე აღიარეს კლუბის საუკეთესო მოთამაშედ.

ამ სეზონში ჰაკიმ ზიეჩმა 49 ოფიციალური მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, 21 გოლი გაიტანა და 24 შედეგიანი პასი შეასრულა. ის გუნდთან ერთად გახდა ჰოლანდიის ჩემპიონი და თასის მფლობელი.

წლის ტალანტად აღიარეს მცველი ნუსაირ მაზრაუი. 21 წლის ფეხბურთელმა მარკო ვან ბასტენის სახელობის პრიზი თავად მთავარი მწვრთნელისგან, ერიკ თენ ჰაგისგან მიიღო.