ზიდანს სურს,  ბარსელონას დე ლიხტთან კონტრაქტის გაფორმება დაასწროს
ზიდანს სურს, ბარსელონას დე ლიხტთან კონტრაქტის გაფორმება დაასწროს

მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი დაინტერესებულია, აიაქსის მცველის მატეის დე ლიხტის შეძენით.

გაზეთ კორიერე დელო სპორტის (Corriere dello Sport) ინფორმაციით, ზიდანმა თხოვა კლუბის ხელმძღვანელობას, 19 წლის ფეხბურთელის გაფორმება. ჰოლანდიელით ასევე დაინტერესებულია ბარსელონა. რეალმა უკვე მიმართა წინადადებით ფეხბურთელის აგენტ მინო რაიოლას.

2018-19 წლების სეზონში დე ლიხტმა ხუთი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი პასი შეასრულა. მისი სატრანსფერო ღირებულება 70 მილიონ ევროს შეადგენს.