მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი დაინტერესებულია „ბაიერნის“ მცველის დავიდ ალაბას ტრანსფერით, – იტყობინება გაზეთი „ასი“ (AS).
მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობა ავსტრიელ ფეხბურთელში ხედავს მარსელოს პოტენციურ შემცვლელს და საბოლოოდ, ზიდანი დაეთანხმა მის კანდიდატურას.
ალაბას მოქმედი კონტრაქტი მიუნხენურ კლუბთან 2021 წლის ზაფხულში იწურება და მხარეები შორს არიან ხელშეკრულების გაგრძელებასთან. ადრე გერმანულმა პრესამ დაწერა, რომ 27 წლის ფეხბურთელი არ გეგმავს მიუნხენში დარჩენას.
მიმდინარე სეზონში ალაბამ 28 მატჩი ჩაატარა „ბაიერნის“ შემადგენლობაში და ერთი გოლი გაიტანა.