ზიდანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ზიდანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ზინედინ ზიდანი „რეალს“ შეუერთდა. მადრიდელების მთავარი მწვრთნელის ჯანმრთელობა კითხვის ნიშნის ქვეშ მას შემდეგ დადგა, რაც გახმაურდა, რომ მისი ახლო გარემოცვის ერთ-ერთ წევრს COVID-19 დაუდასტურდა.

ზიდანმა 2 დღე გაატარა იზოლაციაში, ორჯერ გაიკეთა ტესტი და ორივეჯერ უარყოფითი პასუხი მიიღო, რის შემდეგაც ლა ლიგას ხელმძღვანელებმა მწვრთნელს გუნდთან ერთად ყოფნის ნება დართეს.

ფრანგი პამპლონაში გაემგზავრა სადაც „რეალი” „ოსასუნასთან“ ხვალინდელი მატჩისთვის ემზადება.