ზიდანს ჯეიდონ სანჩო მოსწონს
ზიდანს ჯეიდონ სანჩო მოსწონს

დორტმუნდის ინგლისელი ნახევარმცველი ჯეიდონ სანჩო შესაძლოა, ესპანეთის ჩემპიონატში გადავიდეს სათამაშოდ.

როგორც გერმანული გაზეთი ბილდი ამტკიცებს, 19 წლის ფეხბურთელით პირადად არის დაინტერესებული მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი. ფრანგმა სპეციალისტმა ინგლისელის მიმართ თავისი სიმპატიების შესახებ კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს აცნობა.

ამ სეზონში ჯეიდონ სანჩომ დორტმუნდის რიგებში 39 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 18 შედეგიანი პასი შეასრულა.