ზიდანს იზოლაციის წესების დარღვევისთვის დააჯარიმებენ
ზიდანს იზოლაციის წესების დარღვევისთვის დააჯარიმებენ

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა თვითიზოლაციის წესები დაარღვია.

ესპანური პრესის ცნობით, ფრანგი მადრიდის მახლობლად ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს. ზიდანმა იქ, დაახლოებით ერთი წლის წინ სახლი შეიძინა. დღეისთვის, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, მადრიდის მაცხოვრებელებს აკრძალული აქვთ ქალაქის ფარგლებს გარეთ გასვლა.

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწესებული სანქციების თანახმად, ამგვარი დარღვევა 1.5 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.