ზიდანს ახალ სეზონში ხამესის და ბეილის იმედი აქვს
ზიდანს ახალ სეზონში ხამესის და ბეილის იმედი აქვს

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ისაუბრა იმაზე, რომ იგი ახალ სეზონში ხამესის და ბეილის იმედზე იქნება, მიუხედავად ჭორებისა მათი კლუბიდან წასვლის შესახებ.

„ხამესი და ბეილი რეალის ფეხბურთელები არიან“, – ციტირებს „გოლი“ (Goal) ფრანგ სპეციალისტს. – „ორივე განაცხადშია, მაგრამ ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. მე, როგორც კლუბის მწვრთნელი, მათ იმედზე ვიქნები“.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ბევრი ინფორმაცია ვრცელდება ხამესის და ბეილის კლუბიდან წასვლის შესახებ, მაგრამ ჯერჯერობით ისინი „რეალის“ ფეხბურთელები არიან.