ზიდანმა წინასასეზონო შეკრება მიატოვა და მადრიდში დაბრუნდა
ზიდანმა წინასასეზონო შეკრება მიატოვა და მადრიდში დაბრუნდა

„რეალ მადრიდის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გუნდის წინასასეზონო შეკრება „პირადი მიზეზების“ გამო დატოვა და მადრიდში დაბრუნდა. 12-გზის ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი გუნდი ამჟამად კანადაში იმყოფება, სადაც მიუნხენის „ბაიერნის“ წინააღმდეგ საერთაშორისო ჩემპიონთა თასის მატჩისთის ემზადება.

თამაში 20 ივლისს, ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში გაიმართება.

„ჩვენი მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი, წინასასეზონო შეკრებას პირადი მიზეზების გამო ტოვებს“, – ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში, – „მის დაბრუნებამდე გუნდს მისი ასისტენტი, დავიდ ბეტონი უხელმძღვანელებს“.

ზინედინ ზიდანი გუნდში მიმდინარე წლის მარტში დაბრუნდა და მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე სანტიაგო სოლარი შეცვალა. გასულ სეზონში გუნდმა ვერც ერთი ტიტულის მოგება ვერ შეძლო.