ფრანგმა სპეციალისტმა ზინედინ ზიდანმა უარი თქვა „პარი სენ-ჟერმენის“ მწვრთნელობაზე, – დაწერა თავის „ტვიტერზე“ ჟურნალისტმა რომენ მოლინამ.
აღნიშნავენ, რომ ზიდანი ამ კვირას შეხვდა პარიზელების წარმომადგენლებს, მაგრამ უარყო მათი წინადადება.
მიუხედავად ამისა, პსჟ-ის უმაღლეს ხელმძღვანელობაში ჯიუტად ითხოვენ ზიდანის კანდიდატურას, კლუბის სპორტული დირექტორი კი წარუმატებლობის შემთხვევაში „ნიცას“ მწვრთნელის კრისტიფ გალტიეს კანდიდატურას მიმართავს.
უფრო ადრე გამოცემა Mundo Deportivo-მ დაწერა, რომ ზიდანი ახლოს არის „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნასთან. მისი ხელფასი სეზონში 25 მილიონ ევროს გაუტოლდებოდა, რითაც მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდებოდა.