ზიდანმა უარი თქვა „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობაზე #1TVSPORT
ზიდანმა უარი თქვა „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობაზე #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ყოფილი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი არ გეგმავს „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობას ოლე-გუნარ სოლსკიაერის გადაყენების შემთხვევაში, – ამის შესახებ დაწერა გამოცემა Mundo Deportivo-მ.

ფრანგი სპეციალისტი არ აპირებს უახლოეს დროში რომელიმე კლუბის გაწვრთნას, რადგან დასვენება სურს. ამ მიზეზით ზიდანი არ განიხილავს შეთავაზებას „მანჩესტერ იუნაიტედში“ სამუშაოს თაობაზე.

მხოლოდ ორმა წინადადებამ შეიძლება შეცვალოს ზიდანის გეგმები – „პარი სენ-ჟერმენისგან“ და საფრანგეთის ნაკრებისგან. თუ მაურიციო პოჩეტინო დატოვებს პსჟ-ს, ის განიხილავს პარიზულ კლუბში მუშაობის შესაძლებლობას.