ზიდანმა ტიბო კურტუას გაყიდვა მოითხოვა
ზიდანმა ტიბო კურტუას გაყიდვა მოითხოვა

მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ვერ ხედავს თავის გუნდში ბელგიელი მეკარის ტიბო კურტუას ადგილს. ფრანგი სპეციალისტი აქცენტის გამახვილებას კეილორ ნავასზე აპირებს, ამიტომაც სთხოვა კლუბის ხელმძღვანელობას კურტუას გაყიდვა. ამის შესახებ ესპანური გამოცემა მუნდო დეპორტივო წერს.

ტიბო კურტუა 2018 წლის ზაფხულში გადავიდა რეალში ლონდონის ჩელსიდან. მადრიდელებს ეს ტრანსფერი 35 მილიონი ევრო დაუჯდათ.

ამ სეზონზე ბელგიელმა გოლკიპერმა 24 მატჩი ჩაატარა პრიმერადივიზიონში, 30 გოლი გაუშვა და 57 სეივი შეასრულა. მასთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

მუნდო დეპორტივო ასევე იტყობინება, რომ კურტუა არ აპირებს წასვლას და მზად არის ნავასთან კონკურენციისთვის.