ზიდანმა შესაძლოა იუვენტუსი ჩაიბაროს
ზიდანმა შესაძლოა იუვენტუსი ჩაიბაროს

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტურინის იუვენტუსი ზაფხულში მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მასიმილიანო ალეგრის დაითხოვს. როგორც ტუტოსპორტი (Tuttosport) ამტკიცებს, 51 წლის სპეციალისტს გაათავისუფლებენ იმ შემთხვევაში, თუ იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს.

ალეგრის შეცვლის მთავარ კანდიდატად მოიაზრება მადრიდის რეალის ყოფილი დამრიგებელი, ზინედინ ზიდანი. იტყობინებიან, რომ 46 წლის ფრანგი ყურადღებით აკვირდება სიტუაციას ტურინული კლუბის გარშემო. ზიდანზე ასევე პრეტენზიას აცხადებენ ჩელსი და მანჩესტერ იუნაიტედი.

ზიდანი იუვენტუსში 1996-2001 წლებში თამაშობდა, რეალის მთავარი მწვრთნელი კი 2016-2018 წლებში იყო.