ზიდანმა საფრანგეთის ნაკრებში მუშაობაზე ზეპირ შეთანხმებას მიაღწია #1TVSPORT
ზიდანმა საფრანგეთის ნაკრებში მუშაობაზე ზეპირ შეთანხმებას მიაღწია #1TVSPORT

საფრანგეთის ნაკრების ლეგენდარული ნახევარმცველი ზინედინ ზიდანი ზეპირი ფორმით მოელაპარაკა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას ეროვნულ გუნდში მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობაზე. ამის შესახებ იტყობინება გაზეთი Le Parisien-ი.

ფედერაციის ხელმძღვანელმა, ფილიპ დიალომ განაცხადა, რომ უკვე იცის საფრანგეთის ნაკრების ახალი დამრიგებლის ვინაობა, მაგრამ სპეციალისტის გვარი არ დაუსახელებია. მან მხოლოდ იმას გაუსვა ხაზი, რომ პრეტენდენტი ხუთი ადამიანი იყო, ხუთივე ფრანგი.

„რეალის“ მთავარი მწვრთნელის რანგში ზინედინ ზიდანი ესპანეთის ორგზის ჩემპიონი გახდა და სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.

ადრე არაერთხელ დაიწერა იმის შესახებ, რომ ზიდანი საფრანგეთის ნაკრებში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შემდეგ დაინიშნება.