ზიდანმა „რეალში“ მოპოვებული გამარჯვებებით ვისენტე დელ ბოსკეს გაასწრო

14:02, 22.06.2020

ზინედინ ზიდანის შეგირდებმა ესპანეთის ჩემპიონატის უკანასკნელ მატჩში „სოსიედადი“ დაამარცხეს.

ეს გამარჯვება ზიდანისთვის, როგორც „სამეფო კლუბის“ მწვრთნელისთვის, რიგით 134-ე იყო. ამგვარად, ფრანგმა სპეციალისტმა „რეალის“ ლეგენდარულ მწვრთნელ ვისენტე დელ ბოსკეს გაასწრო, რომლის ანგარიშზეც 133 გამარჯვებაა.

რეკორდსმენი კი მიგელ ნუნიესი გახლავთ, რომელმაც მადრიდულ გრანდთან ერთად 357 გამარჯვება იზეიმა.

მსგავსი