ზიდანმა „რეალის“ შეკრება ძმის გარდაცვალების გამო დატოვა
ზიდანმა „რეალის“ შეკრება ძმის გარდაცვალების გამო დატოვა

ცნობილი გახდა მიზეზი, რის გამოც მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა სასწრაფოდ დატოვა კანადაში თავისი გუნდის შეკრება და შინ გაემგზავრა – გარდაიცვალა ფრანგი სპეციალისტის უფროსი ძმა – ფარიდ ზიდანი.

როგორც გაზეთი „ასი“ (AS) წერს, 54 წლის ფარიდს ცოტა ხნის წინ, კიბოს დიაგნოზი დაუდგინეს.

მადრიდის „რეალმა“ მონრეალში მორიგი ვარჯიშის წინ, წუთიერი დუმილით პატივი მიაგო მთავარი მწვრთნელის ძმის ხსოვნას. ზინედინ ზიდანის არყოფნაში, „რეალში“ ვარჯიშებს მისი თანაშემწე დავიდ ბეტონი ატარებს.