მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა დიდწილად დაკარგა კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან ნდობის კრედიტი, – დაწერა ესპანურმა გამოცემა „ასმა“ (AS).
წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთი მიზეზი გუნდის შედეგებია. ზიდანის დაბრუნების შემდეგ ჩატარებულ 14 მატჩში გუნდმა მოიგო ექვსი, ოთხჯერ ფრედ ითამაშა და ექვსჯერ წააგო. ორმა ფრემ ახალი ჩემპიონატის სტარტზე ვერ გააუმჯობესა მწვრთნელის პოზიციები.
ამის შემდეგ, ნდობა ფრანგის მიმართ კლუბის ხელმძღვანელობისა და გულშემატკივრების მხრიდან შემცირდა. გარდა ამისა, ბევრს აქვს ეჭვი – ღირდა თუ არა ზაფხულში მარკოს ლორენტეს, სერხიო რეგილონისა და დანი სებალიოსის გაშვება. ასევე მწვრთნელს ადანაშაულებენ კეილორ ნავასის გაშვებაში, რომელიც „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი გახდა.
გარდა ამისა, ზიდანს ბრალს უყენებენ სეზონის წინ „ატლეტიკოსთან“ 3:7 წაგებაში, არასაკმარის ნდობაში ვინისიუშის მიმართ და სეზონის სტარტზე ტაქტიკური სქემებთან დაკავშირებული ქაოსში.