ზიდანმა „რეალის” დარჩენილ შეხვედრებზე ისაუბრა
ზიდანმა „რეალის” დარჩენილ შეხვედრებზე ისაუბრა

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის დარჩენილი კალენდარი შეაფასა. შეგახენებთ, რომ „სამეფო კლუბში“ დარჩენილი შეხვედრების გრაფიკით უკმაყოფილოები არიან. საქმე კი იმაშია, რომ მადრიდულ კლუბს 33-ე და 34-ე ტურებს შორის დასასვენებლად 62 საათი აქვს, ხოლო „ბარსელონას“ – 118 საათი.

„ყველამ საკუთარი საქმე აკეთოს. მე ამ საკითხზე ჩემი მოსაზრება მაქვს, მაგრამ ვინმესთან პოლემიკაში შესვლას არ ვაპირებ. მე მხოლოდ ხვალინდელ შეხვედრაზე ვფიქრობ, ის ჩვენთვის ფინალის ტოლფასია. სულ რვა მატჩი დაგვრჩა და ყველა მათგანში მაქსიმალური კონცენტრაცია გვმართებს. კალენდარს აღარავინ შეგვიცვლის და ამიტომაც თამაშიდან თამაშამდე კარგად უნდა დავისვენოთ, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ჩვენ მხოლოდ ის გვაინტერესებს, რაც მოედანზე ხდება“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ფრანგმა სპეციალისტმა.