ზიდანმა „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ საჭირო ფეხბურთელების სია შეადგინა
ზიდანმა „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ საჭირო ფეხბურთელების სია შეადგინა

კვლავ არსებობს იმის შანსი, რომ მადრიდის „რეალის“ ყოფილი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი „მანჩესტერ იუნაიტედს“ ჩაუდგება სათავეში, – ამტკიცებს გაზეთი The Mirror.

წყაროს ცნობით, ასეთი ვარიანტი განიხილება ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობის მიერ, თუ ჟოზე მოურინიოს მეთაურობით შედეგები არ დალაგდება.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზიდანმა უკვე შეადგინა იმ მოთამაშეების სია, რომლების შეძენასაც შეეცდება „მანჩესტერში“ დანიშვნის შემთხვევაში. ესენი არიან: ტონი კროოსი, ტიაგო ალკანტარა, ხამეს როდრიგესი და ედინსონ კავანი.