ზიდანმა კატეგორიულად მოითხოვა პოლ პოგბას შეძენა
ზიდანმა კატეგორიულად მოითხოვა პოლ პოგბას შეძენა

მადრიდის „რეალი“ ამ ზაფხულს შეეცდება „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ ფრანგი ნახევარმცველის, პოლ პოგბას შეძენას, – იტყობინება გაზეთი „მარკა“. მსოფლიო ჩემპიონის გადაბირებით პირადად არის დაინტერესებული მისი თანამემამულე, მადრიდელთა მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი.

„რეალის“ ხელმძღვანელობას სურდა, „ტოტენჰემის“ შემტევი ნახევარმცველის, კრისტიან ერიქსენის შეძენა, მაგრამ ზიდანმა ჯიუტად დაიცვა თავისი ვარიანტი. გეგმის მიხედვით, პოგბა „რეალთან“ ექვსწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

2018-2019 წლების სეზონზე პოგბამ 47 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, 16 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.