ზიდანმა იდეალური ფეხბურთელი შეადგინა და მესი ერთხელაც არ მოიხსენია #1TVSPORT
ზიდანმა იდეალური ფეხბურთელი შეადგინა და მესი ერთხელაც არ მოიხსენია #1TVSPORT

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ზინედინ ზიდანმა La Gazzetta dello Sport-სთვის მიცემულ ინტერვიუში იდეალური მოთამაშე შეადგინა.

მარცხენა ფეხი – ზინედინ ზიდანი

მარჯვენა ფეხი – ზინედინ ზიდანი

თავით თამაში – ზინედინ ზიდანი

ძალა – ზლატან იბრაჰიმოვიჩი

დრიბლინგი – ალესანდრო დელ პიერო

დასრულება – რონალდო, კრიშტიანო რონალდო

მოედნის ხედვა – ზინედინ ზიდანი

შორეული დარტყმები – ლუკა მოდრიჩი

სტანდარტული მდგომარეობა – ალესანდრო დელ პიერო, მიშელ პლატინი, ანდრეა პირლო

ორთაბრძოლები – ლილიან ტურამი

ლიდერის თვისებები – ტონი კროოსი

აღსანიშნავია, რომ ფრანგმა არც ერთ კატეგორიაში არ დაასახელა „ოქროს ბურთის“ რვაგზის მფლობელი ლიონელ მესი.