ზიდანმა და პსჟ-მ კონტრაქტი შეათანხმეს - ფრანგი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი იქნება #1TVSPORT
ზიდანმა და პსჟ-მ კონტრაქტი შეათანხმეს - ფრანგი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი იქნება #1TVSPORT

ზინედინ ზიდანი ახლოს არის „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნასთან. როგორც გამოცემა Mundo Deportivo წერს, მხარეებმა უკვე შეათანხმეს გარიგების დეტალები.

ფრანგი სპეციალისტის ხელფასი პარიზულ კლუბში 25 მილიონი ევრო იქნება სეზონში, რითაც მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება.

ელოდებიან, რომ ოფიციალური დანიშვნა ივნისის ბოლოს იქნება, რადგან დღეისთვის ზიდანი ოჯახთან ერთად ისვენებს.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე გამოცემა RMC Sport-მა დაწერა, რომ პარიზული კლუბის ხელმძღვანელობამ მაურიციო პოჩეტინოს აცნობა, რომ წყვეტს მასთან თანამშრომლობას.