ზიდანმა „ჩელსის“ ორი პირობა წაუყენა
ზიდანმა „ჩელსის“ ორი პირობა წაუყენა

ლონდონის „ჩელსის“ ხელმძღვანელობას სერიოზულად აქვს განზრახული მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის მიწვევა, – წერს Daily Mail. მაგრამ, ახალ პოსტზე მისვლამდე, ფრანგმა ლონდონელებს თავისი პირობები წაუყენა.

როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, ზიდანი ითხოვს შემადგენლობაში ედენ აზარის შენარჩუნებას, რომლითაც აქტიურად ინტერესდება მადრიდის „რეალი“. გარდა ამისა, ფრანგ სპეციალისტს სურს დაახლოებით 200 მილიონი ფუნტი „ჩელსის“ შემადგენლობის გასაძლიერებლად.