ზიდანისთვის „გლადბახთან“ მატჩი გადამწყვეტი იქნება
ზიდანისთვის „გლადბახთან“ მატჩი გადამწყვეტი იქნება

ცნობილი გახდა პირობა, რომელიც „რეალის“ ხელმძღვანელობამ ზინედინ ზიდანს წაუყენა. კერძოდ, თუ „რეალი“ ვერ შეძლებს ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში „გლადბახის“ დამარცხებას, რაც პლეი ოფის მიღმა დარჩენას გამოიწვევს, ფრანგ სპეციალისტს „რეალიდან“ გაუშვებენ.

„რეალი“ უკვე სამი მატჩია ვერ იმარჯვებს პრიმერა დივიზიონში, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში „შახტართან“ წააგო და B ჯგუფში მესამე ადგილამდე დაქვეითდა.

48 წლის ზიდანის მიმდინარე კონტრაქტი კლუბთან 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

დატოვე კომენტარი