ზიდანის უმცროსი ვაჟი „ბეტისის“ ფეხბურთელია #1TVSPORT

09:02, 11.01.2024

ლეგენდარული ზინედინ ზიდანის უმცროსი ვაჟი ელიას ზიდანი „ბეტისის“ ფეხბურთელი გახდება, – ამის შესახებ ფრანგულმა გამოცემა RMC Sport-მა დაწერა.

ფრანგმა ფეხბურთელმა ოთხშაბათს მამის თანდასწრებით გაიარა ახალი კლუბისთვის სამედიცინო შემოწმება.

ოფიციალურად 18 წლის მცველთან კონტრაქტი ხუთშაბათს გაფორმდება.

ელიას ზიდანი აქამდე მადრიდის „რეალის“ აკადემიაში თამაშობდა, „ბეტისში“ კი ის თავდაპირველად ახალგაზრდულ გუნდში ითამაშებს.

მსგავსი