ზიდანის უფროსი ვაჟი უკლუბოდ დარჩა
ზიდანის უფროსი ვაჟი უკლუბოდ დარჩა

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის ვაჟი ენცო ზიდანი კლუბის გარეშე დარჩა. შვეიცარიის „ლოზანამ“, რომელშიც თამაშობდა ლეგენდარული ფრანგის უფროსი შვილი, რვა ფეხბურთელი დაითხოვა და მათ შორის აღმოჩნდა უმცროსი ზიდანი. ეს ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

24 წლის ენცო ზიდანი გასულ სეზონში იჯარის წესით თამაშობდა ესპანეთის მეორე დივიზიონში „რეალ მახადაონდას“ რიგებში. ახლა მას მოუწევს ახალი კლუბის ძიება თავისუფალი აგენტის სტატუსით.