ზინედინ ზიდანი - გვინდა სანტიაგო ბერნაბეუზე მოგება განვაგრძოთ
ზინედინ ზიდანი - გვინდა სანტიაგო ბერნაბეუზე მოგება განვაგრძოთ

ვილიარეალთან დაპირისპირებამდე ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა.

„უპირველეს ყოვლისა, მადრიდის რეალის სახელით,  თანადგომას ვუცხადებ იკერ კასილიასს. გუშინ მას შეტყობინება გავუგზავნე. თავს ბევრად უკეთ გრძნობს, მხნედ არის და ჩვენც სიმტკიცეს ვუსურვებთ. რაც შეეხება ლა ლიგის მორიგ დაპირისპირებას, გვინდა სანტიაგო ბერნაბეუზე მოგება განვაგრძოთ. გამარჯვების შანსი გვაქვს და გვინდა ყველას დავანახოთ, რომ სეზონის სოლიდურად ჩამთავრება შეგვიძლია. მადრიდის რეალის წინააღმდეგ ყველა გუნდი განსაკუთრებული მონდომებით ასპარეზობს. ვილიარეალი გადარჩენისთვის იბრძვის და ხვალაც ამ შემართებით იასპარეზებენ. ის კარგი გუნდია და ძალიან კარგი თამაში უნდა ვაჩვენოთ, თუ გვსურს სამი ქულის აღება. მომდევნო სამი თამაშის მოგების იმედი გვაქვს. გულშემატკივრებმა მომდევნო სეზონზე უნდა იფიქრონ. რეალში ცვლილებები იქნება, მაგრამ ბევრი ფეხბურთელი კლუბში დარჩება“, – ციტირებს ფრანგი სპეციალისტის სიტყვებს მადრიდის რეალის ოფიციალური ვებგვერდი.

მატჩი მადრიდის რეალსა და ვილიარეალს შორის დღეს, 5 მაისს, 18:15 საათზე დაიწყება.