ზიდანი უარს ეუბნება ტოპ-კლუბებს „რეალისა“ და საფრანგეთის ნაკრების სასარგებლოდ #1TVSPORT
ფრანგი სპეციალისტი ზინედინ ზიდანი მზად არის დაუბრუნდეს სამუშაოს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, თუმცა ის მხოლოდ ორ გუნდს განიხილავს სამწვრთნელო კარიერის გასაგრძელებლად. ამის შესახებ წერს გაზეთი Marca.
წყაროს ცნობით, ზიდანის მიმართ არაერთხელ გამოავლინეს ინტერესი „მანჩესტერ იუნაიტედმა“, „იუვენტუსმა“, „პარი სენ-ჟერმენმა“ და „ბაიერნმა“, მაგრამ ის ყოველთვის უარს ამბობდა. ამტკიცებენ, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ ფრანგი საკლუბო დონეზე ვერ ხედავს საკუთარ თავს სხვა გუნდში „რეალის“ გარდა. იგივე ეხება ნაკრებებს – ზიდანი მზად არის მხოლოდ საფრანგეთის ნაკრები გაწვრთნას.
შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანი საკლუბო დონეზე მხოლოდ „რეალში“ მუშაობდა.