ზიდანი საფრანგეთის ნაკრებში მუშაობას პირველ სექტემბერს შეუდგება #1TVSPORT
ზინედინ ზიდანი საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობას პირველი სექტემბრიდან დაიწყებს, – იტყობინება ფრანგული გაზეთი L’Équipe.
ოფიციალური განცხადების თარიღი ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ სწორედ პირველი სექტემბერია მითითებული დოკუმენტებში, რომლებიც მხარეებმა გაცვალეს. ამ დღიდან დაიწყება ზიდანისა და მისი სამწვრთნელო ჯგუფის წევრების კონტრაქტების მოქმედება.
ზიდანის ხელმძღვანელობით ფრანგები პირველ შეხვედრებს ერთა ლიგაზე ჩაატარებენ: 25 სექტემბერს საფრანგეთი სტუმრად ითამაშებს თურქეთთან, 28 სექტემბერს – ბელგიასთან, 2 ოქტომბერს შინ მიიღებს იტალიას, 5 ოქტომბერს კი ისევ ბელგიას შეხვდება.