ზიდანი საფრანგეთის ნაკრებში ცხრა დებიუტანტის გამოძახებას აპირებს #1TVSPORT
საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი გაფართოებულ შემადგენლობაში ცხრა ისეთი ფეხბურთელის მიწვევა აპირებს, რომლებიც ადრე არასოდეს გამოუძახებიათ ეროვნულ გუნდში. ამის შესახებ დაწერა გაზეთმა L’Équipe-მა.
ამ ფეხბურთელების სია ასეთია: ოლივიე ბოსკალი (ბრაიტონი), ჟერემი ჟაკე (ლივერპული), ესტებან ლეპოლი (რენი), ლუკაშ და კუნია (კომო), ანდი დიუფი (ინტერი), პაბლო პაჟი (პარიზი), ენცო ლე ფე (სანდერლენდი), პიერ განიუ (ლანსი) და მატიუ იუდოლი (ლანსი).
საფრანგეთის ნაკრები ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით პირველ შეხვედრას 25 სექტემბერს თურქეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.