ზიდანი - „რეალს“ აზარი სჭირდება
ზიდანი - „რეალს“ აზარი სჭირდება

​მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა „სამეფო გუნდის“ შესაძლო ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

„ჩემი აზრით, ედენ აზარი სწორედ ის ფეხბურთელია, რომელიც მადრიდის „რეალს“ სჭირდება, ბელგიელი ძალიან ძლიერი და გამორჩეული მოთამაშე გახლავთ“.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც ზიდანმა „რეალი“ დატოვა, ახალი გუნდის ძებნას არ ჩქარობს და კვლავ ისვენებს.

„ზიზუს“ ყველაზე მეტად „მანჩესტერს“ უკავშირებდნენ, მაგრამ ეს ინფორმაცია სიმართლე არ აღმოჩნდა.