ზიდანი - „რეალს“ არ უთამაშია ჩემპიონთა ლიგის დონეზე
ზიდანი - „რეალს“ არ უთამაშია ჩემპიონთა ლიგის დონეზე

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა კომენტარი გაუკეთა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სტარტზე თავისი გუნდის მარცხს „პარი სენ-ჟერმენთან“ (0:3).

„ჩვენ დაგვაკლდა ინტენსივობა. წავაგეთ ბევრი ორთაბრძოლა, ეს კი ყოველთვის ართულებს ამოცანას, როცა „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ თამაშობ. მათ კარგი გუნდი ჰყავთ, ისინი ქმნიან მომენტებს. მაგრამ მე სხვა რამ მაღელვებს. შეშფოთებული ვარ იმით, რომ ჩემი გუნდი ვერ გამოვიდა იმ დონეზე, რომელსაც ითხოვს ჩემპიონთა ლიგა და ამგვარი მეტოქე.

პარიზელები გვჯობნიდნენ ყველაფერში, განსაკუთრებით ინტენსივობაში, და ეს ყველაზე მეტად მაღიზიანებს. ვიცოდით, რომ „პარი სენ-ჟერმენს“ ჩვენზე ზეწოლა ექნებოდა, მაგრამ ჩვენ რეალურად თამაშში ჩართული არ ვყოფილვართ დროის არც ერთ მომენტში. ჩვეულებრივ, ბევრ მომენტს ვქმნით, ამ მატჩში ორი გოლი გააუქმეს, მაგრამ მაინც შანსი თითქმის არ გვქონდა. როცა ვიგებთ, ეს ყველას მოგებაა, როცა ვაგებთ – ყველანი დამნაშავენი ვართ. ინტენსივობა – მთავარია მოედანზე. შეიძლება ჩაატარო უცუდესი მატჩი, მაგრამ თუ შენ ინტენსიურად თამაშობ, ხისტად ხმარობ ფეხს, იგებ ორთაბრძოლებს, შეიძლება მოიგო კიდეც. მაგრამ ჩვენ ეს არ გავაკეთეთ“, – მოჰყავს ზიდანის სიტყვები უეფას ოფიციალურ ვებგვერდს.