ზიდანი „რეალის“ პრეზიდენტს შეხვდა - კლუბმა მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
ზიდანი „რეალის“ პრეზიდენტს შეხვდა - კლუბმა მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა

მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა მხარს უჭერს გუნდის მთავარ მწვრთნელს ზინედინ ზიდანს – არასტაბილური შედეგების მიუხედავად.

წყაროს ინფორმაციით, ფრანგ სპეციალისტს შეხვედრა ჰქონდა კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან ესპანეთის ჩემპიონატის 22-ე ტურის მატჩის შემდეგ. მწვრთნელმა სრული მხარდაჭერა მიიღო ფუნქციონერისგან და მადრიდული გუნდის სხვა მენეჯერებისგან.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ „რეალმა“ ზიდანს მიზნად დაუსახა ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგება – წინააღმდეგ შემთხვევაში, ფრანგი სპეციალისტი პოსტს დაკარგავს.

ამ მომენტისთვის „რეალი“ მესამე ადგილზეა გათამაშების ცხრილში.