ზიდანი „რეალიდან“ წასვლას ფიქრობს
ზიდანი „რეალიდან“ წასვლას ფიქრობს

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი პოსტიდან გადადგომის ვარიანტს განიხილავს. ამის შესახებ ესპანური გაზეთი „ელ პაისი“ (El Pais) წერს.

ფრანგი სპეციალისტი აღშფოთებულია იმით, რომ კლუბმა არ შეიძინა „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ პოლ პოგბა. როგორც ირკვევა, ზიდანმა ნახევარმცველს პირადი გარანტიები მისცა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა.

ლა ლიგას ახალ სეზონს მადრიდის „რეალი“ 17 აგვისტოს, „სელტასთან“ გასვლითი მატჩით დაიწყებს.