ზიდანი პსჟ-ის ხელმძღვანელობის წინადადებას სწავლობს #1TVSPORT
ზიდანი პსჟ-ის ხელმძღვანელობის წინადადებას სწავლობს #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ყოფილი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ფავორიტია „პარი სენ-ჟერმენის“ დამრიგებლის პოსტზე, – იტყობინება გაზეთი Le Parisien.

მხარეებს შორის უკვე შედგა შეხვედრა და ახლა, ზიდანი სწავლობს პარიზელების შეთავაზებას.

ამასთან, რამდენიმე წყარო იუწყება, რომ ზიდანი უპირატესობას საფრანგეთის ნაკრებს ანიჭებს.

49 წლის სპეციალისტი კვლავაც უმუშევარია მას შემდეგ, რაც 2021 წლის მაისში „რეალის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა.