ზიდანი პოტენციურად მზად არის საფრანგეთის ნაკრების გასაწვრთნელად
ზიდანი პოტენციურად მზად არის საფრანგეთის ნაკრების გასაწვრთნელად

მადრიდი „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა არ გამორიცხა, რომ მომავალში, შესაძლოა, საფრანგეთის ნაკრებს ჩაუდგეს სათავეში.

„მიზნები ყოველთვის ერთი და იგივეა – ყველაფერი უნდა მოიგო. მაგრამ, ეჭვგარეშეა, ჩვენ გვქონდა განსაკუთრებული გეგმები ლა ლიგაზე. როცა ჩემპიონატში გავიმარჯვეთ, ეს გახდა საუკეთესო დღე ჩემს პროფესიულ კარიერაში.

გავხდები თუ არა ნაკრების მწვრთნელი? ეს მალე გამოჩნდება. ახალი არ არის, რომ მიფიქრია ამაზე. ჩვენ ყველას გვაქვს ისტორია და ჩემი ისტორია საფრანგეთის ნაკრებთან შესანიშნავი იყო ბოლო თამაშამდე. თუ ერთხელაც ამის გაგრძელება მომიწევს, რატომაც არა“, – თქვა ზიდანმა.

ზინედინ ზიდანმა საფრანგეთის ნაკრებში 108 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 31 გოლი გაიტანა. 1998 წელს, ის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 2000 წელს – ევროპის ჩემპიონი.