ზიდანი პოგბას გადაბირებას ეცდება
ზიდანი პოგბას გადაბირებას ეცდება

მადრიდული გრანდის ახლად დანიშნული მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი გუნდში აქტიურ მუშაობას უკვე შეუდგა.

როგორც მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ, ფრანგმა პერესის კლუბში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ სპორტული გამოცემები მას ტურინულ გრანდს უკავშირებდნენ.

ფრანგის სატრანსფერო მიზნებსა და გეგმებში, წითელი ეშმაკების 25 წლის ნახევარმცველი პოლ პოგბაც შედის. ზიდანი ფეხბურთელის გადაბირებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე შეეცდება, იუწყება სპორტს მოული (Sports Mole).

პოგბას მიმდინარე კონტრაქტი კლუბთან 2021 წლამდე აკავშირებს. აქამდე ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მანჩესტერ იუნაიტედმა პოგბას ფასი დაადო და მის სანაცვლოდ 150 მილიონ ევროს მოითხოვს.