ზიდანი - პოგბა ძალიან მომწონს, მისი მსგავსი ძალიან ცოტაა
ზიდანი - პოგბა ძალიან მომწონს, მისი მსგავსი ძალიან ცოტაა

რეალ მადრიდის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი აცხადებს, რომ პოლ პოგბა ძალიან მოსწონს და სიამოვნებით მიიღებდა მას გუნდში, როდესაც ფეხბურთელს მანჩესტერ იუნაიტედთან კონტრაქტი დაუმთავრდება. პრეს-კონფერენციაზე ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ პოგბა „განსხვავებული“ მოთამაშეა და მისნაირი მსოფლიოში ძალიან ცოტაა.

აღსანიშნავია, რომ თავად პოგბამ რამდენიმე დღის წინ რეალ მადრიდს ყველა ფეხბურთელისთვის საოცნებო გუნდი უწოდა, რამაც მრავალი სახის მითქმა-მოთქმას ჩაუყარა საფუძველი.

„მე ის ძალიან მომწონს და ეს სიახლე არ არის. პირადადაც ვიცნობ მას. მართლა განსხვავებულია და მისი მსგავსი ცოტა თუ მეგულება. ის არის ნახევარმცველი, რომელსაც შეუძლია დაცვაშიც ითამაშოს და თავდასხმაშიც. თუმცა, ის ჩემი ფეხბურთელი არ არის. ის მანჩესტერ იუნაიტედის მოთამაშეა. როდესაც იმ გუნდში მისი დრო დასრულდება, იქნებ მადრიდში გადმოვიყვანოთ“, – განაცხადა ზიდანმა.