ზიდანი – ნულიდან ვიწყებთ, შემადგენლობაში ადგილი არავის აქვს გარანტირებული

20:21, 14.03.2019

მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა სიტყვით მიმართა თავის შეგირდებს პირველი ვარჯიშის წინ, რომელიც დაბრუნების შემდეგ ჩაატარა.

„დაივიწყეთ წარსული. ვიწყებთ ნულიდან. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ მდგომარეობაში იმყოფებოდა თითოეული თქვენთაგანი ამ მომენტისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, რა გააკეთეთ აქამდე. არც ერთ თქვენთანგანს არ აქვს გარანტირებული ადგილი შემადგენლობაში. უახლოესი თვეები სარგებელით უნდა ჩავატაროთ“, – მოჰყავს ზიდანის სიტყვები გაზეთ ასს (AS).

ფრანგმა სპეციალისტმა რეალთან ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე გააფორმა. მადრიდული კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მან სანტიაგო სოლარი შეცვალა.

მსგავსი