ზიდანი - მეოთხედფინალზე ჯერ არ ვფიქრობ, „ატალანტასთან“ არაფერი გარკვეულა
ზიდანი - მეოთხედფინალზე ჯერ არ ვფიქრობ, „ატალანტასთან“ არაფერი გარკვეულა

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩში „რეალი“ „ატალანტას“ უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა მადრიდელებმა მინიმალური სხვაობით მოიგეს – 0:1.

„სამეფო“ კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა მისი გუნდისა და „ატალანტას“ ხვალინდელ დაპირისპირებაზე ისაუბრა. 

„მთელი ფიქრები ხვალინდელი მატჩისკენ არის მიმართული, – მოჰყავს ზიდანის სიტყვები უეფა-ს ოფიციალურ ვებგვერდს. – ჩვენ ცარიელი ფურცლიდან ვიწყებთ, რადგან ჯერ არაფერი გარკვეულა და მეოთხედფინალზე ფიქრი ნაადრევია.

გვსურს, შესანიშნავი თამაში ვაჩვენოთ და უნდა დავივივიწყოთ, რომ წინა შეხვედრა მოვიგეთ“, – განაცხადა მადრიდული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა.

დატოვე კომენტარი