ზიდანი - მეოთხედფინალში გასასვლელად ბოლო წამამდე ვიბრძოლებთ
ზიდანი - მეოთხედფინალში გასასვლელად ბოლო წამამდე ვიბრძოლებთ

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მერვედფინალური მატჩის შესახებ საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამს. ფრანგი სპეციალისტის თქმით, მისი გუნდი ბოლო წამამდე იბრძოლებს, რათა ეს ბარიერი გადალახოს და მეოთხედფინალში გავიდეს.

„როგორ შეიძლება, რომ „სიტის“ ბარიერის დაძლევის იმედი არ მქონდეს? ჩვენ ბოლო წამამდე ვიბრძოლებთ, რომ შემდეგ რაუნდში გავიდეთ. ახლა გუნდი ცოტას დაისვენებს, რადგან პრიმერა დივიზიონის ბოლო მონაკვეთი ძალიან მძიმე იყო“, – მოჰყავს ზიდანის სიტყვები გაზეთ „მარკას“.

შეგახსენებთ, რომ მატჩი „მანჩესტერ სიტისა“ და „რეალს“ შორის 7 აგვისტოს გაიმართება. პირველი მატჩი, რომელიც მადრიდში შედგა, სტუმართა გამარჯვებით, 1:2 დასრულდა.