ზიდანი მბაპეს დარწმუნებას ცდილობს
ზიდანი მბაპეს დარწმუნებას ცდილობს

ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი კილიან მბაპე ზაფხულში შესაძლოა რეალ მადრიდში გადავიდეს, იტყობინება „ლე10 სპორტი“ (Le10 Sport).

წყაროს ინფორმაციით, მადრიდელთა თავკაცი ზინედინ ზიდანი 20 წლის ფრანგთან მუდვივად კონტაქტზე იმყოფება. „რეალის“ მწვრთნელი ფეხბურთელის დარწმუნებას ცდილობს, რათა ის ესპანეთში გადაბარგდეს.

2018/19 წლების სეზონში მბაპემ „პსჟ“-ს რიგებში 43 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 39 გოლი და 17 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. თავდამსხმელს transfermarkt.de 200 მილიონ ევროდ აფასებს.