ზიდანი ლიგა 1-ის ფეხბურთელებს აკვირდება და აქვს იდეები საფრანგეთის ნაკრების მომავალ სათამაშო სქემასთან დაკავშირებით #1TVSPORT
ზიდანი ლიგა 1-ის ფეხბურთელებს აკვირდება და აქვს იდეები საფრანგეთის ნაკრების მომავალ სათამაშო სქემასთან დაკავშირებით #1TVSPORT

ზინედინ ზიდანი საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელობისთვის ემზადება.

როგორც გაზეთი L’Équipe წერს, 53 წლის სპეციალისტი განწყობილია იმისთვის, რომ შეცვალოს დიდიე დეშამი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შემდეგ.

წყაროს ცნობით, ზიდანი თვალს ადევნებს ლიგა 1-ს და აკვირდება ლეგიონერების თამაშებს. ამასთან, მწვრთნელი ბევრ ჩანაწერს აკეთებს და როგორც ამტკიცებენ, უკვე აქვს იდეები საფრანგეთის ნაკრების მომავალ სათამაშო სქემასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი ბოლო ტურნირი იქნება დეშამისთვის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე. დეშამი საფრანგეთის ნაკრებში 2012 წლიდან მუშაობს.

ზიდანი სამწვრთნელო კარიერაში ორჯერ ხელმძღვანელობდა მადრიდის „რეალს“ და მასთან ერთად სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ორჯერ – ლა ლიგა.