ზიდანი იუვენტუსის გაწვრთნაზე ფიქრობს
ზიდანი იუვენტუსის გაწვრთნაზე ფიქრობს

მადრიდის რეალის ყოფილი მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ტურინის იუვენტუსში მუშაობით დაინტერესდა, იტყობინება ბრიტანული გავლენიანი გამოცემა მირორი (The Mirror).
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრის შემდეგ, რომელშიც ტურინელებმა ატლეტიკოსთან 0:2 წააგეს, მასიმილიანო ალეგრის პოსტზე დარჩენის საკითხი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

აქამდე ზიდანი ლონდონის ჩელსისთან დააკავშირეს, თუმცა რონალდომ და იუვენტუსმა შესაძლოა გადამწყვეტი როლი ითამაშონ ზიზუს იტალიურ კლუბში მწვრთნელის რანგში დაბრუნებაში.

ზიდანი, ფეხბურთელობის დროს, იუვენტუსის ღირსებას 1996 წლიდან 2001 წლამდე იცავდა, რა დროშიც მან 151 ჩატარებულ შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა.