ზიდანი - ისეთ ფეხბურთელებს, როგორიც არის მბაპე, შეუძლიათ აირჩიონ სად სურთ თამაში
ზიდანი - ისეთ ფეხბურთელებს, როგორიც არის მბაპე, შეუძლიათ აირჩიონ სად სურთ თამაში

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე კილიან მბაპეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისეთ სუპერვარსკვლავებს, როგორიც ფრანგი ფეხბურთელია, შეუძლიათ აირჩიონ რომელ გუნდში სურთ თამაში.

ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ბრაზილიელმა ლეგენდამ, რონალდომაც ისაუბრა და თქვა, რომ დიდებულ მოთამაშეებს თავიანთი მომავლის განსაზღვრა შეუძლიათ.

„რონალდოს აზრს ვეთანხმები. არასწორად მიმაჩნია იმ ფეხბურთელზე საუბარი, რომელსაც სხვა კლუბთან აკავშირებს კონტრაქტი და არ არის ჩემს გუნდში, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მეც ასე ვფიქრობ“, – განაცხადა ზიდანმა.

ფრანგ სპეციალისტს დავიდ ალაბაზეც დაუსვეს კითხვა, რომელიც მადრიდულ კლუბს ზაფხულში შეუერთდება. ზიდანმა კი მოკლედ უპასუხა, რომ არ სურს ისეთ ფეხბურთელზე საუბარი, ვინც მის შემადგენლობაში არ არის და ის მხოლოდ მომდევნო მატჩზეა კონცენტრირებული.

მადრიდის „რეალი“ შემდეგ თამაშს 20 იანვარს, „კოპა დელ რეის“ ეგიდით, „ალკოიანოს“ წინააღმდეგ გამართავს.