ზიდანი გვარდიოლას მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელად მიიჩნევს
ზიდანი გვარდიოლას მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელად მიიჩნევს

„რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის მატჩის წინ, გაამხილა, რომ თავის მოწინააღმდეგეს, „მანჩესტერ სიტის“ თავკაცს, ხოსეპ გვარდიოლას მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელად მიიჩნევს.

„გვარდიოლა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია. მან ეს „ბარსელონაში“, „ბაიერნსა“ და „მანჩესტერ სიტიში“ დაამტკიცა, -ციტირებს უეფა-ს ოფიციალური ვებგვერდი ზიდანის სიტყვებს.

ტოპ-მწვრთნელები ბევრნი არიან, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ის საუკეთესოა. „სიტის“ ბევრი ძლიერი მხარე აქვს, მათ შორის ბურთის ფლობა, მაგრამ ისიც ხო მნიშვნელოვანია ჩვენ როგორ ვითამაშებთ.“

მადრიდის „რეალისა“ და „მანჩესტერ სიტის“ მატჩი ხვალ, 26 თებერვალს გაიმართება.