ზიდანი - გამარჯვებაში მთავარი წვლილი ფეხბურთელებმა შეიტანეს
ზიდანი - გამარჯვებაში მთავარი წვლილი ფეხბურთელებმა შეიტანეს

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მისი გუნდის მიერ ესპანეთის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„ეს არაჩვეულებრივი გრძნობაა. შთამბეჭდავია ის, რაც ამ ფეხბურთელებმა გააკეთეს. სიტყვები არ მყოფნის, რომ ემოციები აღვწერო. მართალია, ამ ყველაფერში ჩემი როლიც არის, მაგრამ წარმატების საწინდარი ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც მოედანზე აკეთებენ საქმეს. ეს საოცარი გუნდია და მიხარია, რომ მათ ასეთ ბედნიერებს ვხედავ“, – მოჰყავს ზიდანის სიტყვები ესპანურ გამოცემა „მარკას“.

მადრიდის „რეალი“ თავის ისტორიაში 34-ედ გახდა ესპანეთის ჩემპიონი. ბოლოს მათ ამ წარმატებას 2016-17 წლების სეზონში მიაღწიეს.